უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ცნობით, ევროკავშირში მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომლებმაც უკრაინისთვის შეიარაღებით დახმარებაზე უარი განაცხადეს. კულებას თქმით, ეს ქვეყნები არიან: უნგრეთი და ავსტრია.
“უნგრეთსა და ავსტრიას თუ არ ჩავთვლით, როგორც ნეიტრალურ ქვეყანას, უკრაინისთვის იარაღის გადაცემა ევროპულ ქვეყნებისთვის ტაბუ არ არის”, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ ქვეყნები ხშირად არიან ხოლმე იარაღის მიწოდების მომხრე, თუმცა პრაქტიკაში უმრავი სხვა პრობლემა იჩენს თავს: შიდა დისკუსია და ა.შ.
ევროკავშირი განიხილავს უკრაინის მეზობელ ქვეყნებში უკრაინული სამხედრო ძალების საწვრთნელი პროგრამის დაწყებას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელიმ დღეს, 22 აგვისტოს განაცხადა. ამ განცხადებას “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიურო ავრცელებს.
ბორელის თქმით, EU უკრაინას სამხედროების გაწვრთნითაც დაეხმარება







