ბორელის თქმით, EU უკრაინას სამხედროების გაწვრთნითაც დაეხმარება

ევროკავშირი განიხილავს უკრაინის მეზობელ ქვეყნებში უკრაინული სამხედრო ძალების საწვრთნელი პროგრამის დაწყებას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელიმ დღეს, 22 აგვისტოს განაცხადა. ამ განცხადებას “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიურო ავრცელებს. მისი თქმით, ეს საკითხი მომავალ კვირას პრაღაში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილება. “გონივრული იქნება, რომ ომი, რომელიც გრძელდება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება, მატერიალური … Continue reading ბორელის თქმით, EU უკრაინას სამხედროების გაწვრთნითაც დაეხმარება