ახალი ამბები

ზელენსკი ასახელებს პირობას – რა შემთხვევაში ჩაიშლება რუსეთთან მოლაპარაკება

22 აგვისტო, 2022 •
ზელენსკი ასახელებს პირობას – რა შემთხვევაში ჩაიშლება რუსეთთან მოლაპარაკება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა უარს იტყვის რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, თუ უკრაინელ ტყვეებს მარიუპოლში გაასამართლებენ:

„მასმედიაში საკმარისი ცნობებია იმის შესახებ, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის დამცველების გასასამართლებლად აბსოლუტურად საზიზღარ და აბსურდულ პროცესზე. თუ ეს ამაზრზენი პროცესები შედგება, თუ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ დაირღვევა ყველა შეთანხმება და საერთაშორისო კანონმდებლობა, ეს იქნება წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც, მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება. რუსეთი თავად იჭრის გზას მოლაპარაკებებისთვის. აღარ შედგება დიალოგი. ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე ყველაფერი თქვა“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

The Insider-ის ცნობით, მანამდე მედიაში და პროსამთავრობო რუსულ ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ემზადება, უკრაინელი სამხედრო ტყვეები მარიუპოლში გაასამართლოს. ამ მიზნით, მარიუპოლის ფილარმონიულ დარბაზში გისოსებს ამონტაჟებდნენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ წარსულში ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უარს იტყოდა, თუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები გაიმართებოდა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, პირისპირ დიალოგი მხარეებს შორის ბოლოს მარტში, სტამბულში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი