ახალი ამბები

შპიონაჟის ბრალდებით რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე დავაკავეთ – ალბანეთი

21 აგვისტო, 2022 • 877
შპიონაჟის ბრალდებით რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე დავაკავეთ – ალბანეთი

ალბანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაკავებულია 3 პირი, რომელსაც ბრალად შპიონაჟი ედება.

უწყების თქმით, რუსეთის ორი მოქალაქე და უკრაინის ერთი მოქალაქე სამხედრო ბაზისა და იარაღის საწარმოს ფარული დაზვერვისას დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთმა საწარმოს დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა და პარალიზის გამომწვევი სპრეი შეასხა. ამასობაში, კი საწარმო „გრამშს“ ფოტოები გადაიღეს. გამოცემები, Reuters და The Guardian წერენ, რომ ამ ქარხანაში საბჭოთა კავშირის დროს აწარმოებდნენ AK-47 ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს.

„ჩვენმა ოფიცრებმა მყისიერად იმოქმედეს, თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაკავების დროს, ორი სამხედრო დაშავდა,“ – წერს უწყება და დასძენს, რომ მალე მომხდარს ნათელი მოეფინება.

ალბანეთი 2009 წლიდან არის ნატოს წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი