ახალი ამბები

ქარელში ქალი მოკლეს, დაკავებულია 1 პირი – შსს

19 აგვისტო, 2022 • 879
ქარელში ქალი მოკლეს, დაკავებულია 1 პირი – შსს

ქალის მკვლელობის ბრალდებით ქარელის სოფელ ავლევში 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობი ქალი გაგუდა“, – აცხადებს შსს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი