ახალი ამბები

ლვოვში ზელენსკი-ერდოღანი-გუტერეშის სამიტი დასრულდა

18 აგვისტო, 2022 • 1962
ლვოვში ზელენსკი-ერდოღანი-გუტერეშის სამიტი დასრულდა

უკრაინის ქალაქ ლვოვში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, გაეროს გენ.მდივან ანტონიუ გუტიერეშისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკის სამმხრივი სამიტი დასრულდა.

ამ დროისთვის გავრცელებული ცნობების თანახმად, შეხვედრაზე ლიდერებმა განიხილეს „კონფლიქტიდან პოლიტიკური გამოსავლის ძიების საჭიროება“, ხორბლის ექსპორტის შესახებ შეთანხმება და ამჟამად უკვე რუსების მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის გარშემო დაძაბულობა.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერომ უნდა უზრუნველყოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ატომური სადგურის უსაფრთხოება.

გუტიერეში 17 აგვისტოს ჩავიდა ლვოვში, ერდოღანი – 18 აგვისტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი