ახალი ამბები

განაცხადია, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება – მელია EU-ს ანგარიშზე

15 აგვისტო, 2022 •
განაცხადია, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება – მელია EU-ს ანგარიშზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას. მისი თქმით, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი განაცხადია, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოხვდება.

ამის შესახებ მელიამ დღეს, 15 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში.

ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, „რუსული ოცნება“ აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა“.

„ქართული ოცნება“ არ აღიარებს, რომ სასამართლო საჭიროებს რეფორმას, პირიქით- ამტკიცებენ, რომ ქართული სასამართლო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია. ასევე, ევროკომისია ჩვენგან ითხოვს დეოლიგარქიაციას, თუმცა ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება არათუ ასრულებს ამ მოთხოვნას, არამედ ყოველდღე ამტკიცებს, რომ მათი ერთადერთი და მთავარი ამოცანაა ოლიგარქ ივანიშვილის ფინანსების დაცვა.

რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა! ნათელია რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


ევროკავშირმა  ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში პარასკევს გამოაქვენა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და შენიშვნები, რომელიც ევროკავშირს აქვს.

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს ცხადყოფს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.

პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები, 5 ივლისი, დიპლომატების მოსმენები – რა მოხვდა EU-ს ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი