სომხეთის დედაქალაქ ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
აფეთქება კვირას, 14 აგვისტოს, 13:23 საათზე მოხდა, „სურმალუს“ სავაჭრო ცენტრში, პიროტექნიკის საწყობში, რის შემდეგაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობას აგრძელებენ.