ახალი ამბები

სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობრებს – საქართველოს საგარეო უწყება ერევანში აფეთქებაზე

14 აგვისტო, 2022 • 1248
სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობრებს – საქართველოს საგარეო უწყება ერევანში აფეთქებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება აფეთქებას ერევანში და დაღუპულთა ახლობლებს სოლიდარობას უცხადებს.

„შოკისმომგვრელია ერევანში მასიური აფეთქების შესახებ ცნობები. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს“, – წერს სამინისტრო ტვიტერზე.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქების შედეგად, ბოლო ცნობებით, ორი ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა.

აფეთქება კვირას, 14 აგვისტოს, 13:23 საათზე მოხდა, „სურმალუს“ სავაჭრო ცენტრში, პიროტექნიკის საწყობში, რის შემდეგაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი