ერევნის მერის, ჰრაჩ სარგსიანის ინფორმაციით, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, დედაქალაქის მცხოვრებლებს ყოველ დილით, 07:00 საათზე მუსიკა გააღვიძებს.
როგორც სარგსიანი წერს, მიაჩნია, რომ ქალაქი ადრე უნდა იღვიძებდეს და სამუშაო დღე ადრე უნდა იწყებოდეს. შესაბამისად, მისივე ცნობით, ამიერიდან, ყოველ დილით, 07:00 საათზე, მოსახლეობის გასაღვიძებლად ერევნის მერიის კოშკურის საათიდან მუსიკა ყველა ადმინისტრაციულ რაიონში გაჟღერდება.