შაბათს გურჯაანში 47 წლის კაცი მოკლეს. შსს აცხადებს, რომ მის მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია.
გამოძიების ვერსიით, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი კაცი ცივი იარაღით დაჭრა.
დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციამ ბრალდებული, – 53 წლის კაცი, – ცხელ კვალზე დააკავა.
მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პოლიცია ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.