გამოძიების ფედერალური ბიუროს(FBI) აგენტებმა, რომლებმაც ფლორიდაში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლი გაჩხრიკეს, საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს. ამის შესახებ The Wall Street Journal იტყობინება.
მათივე ცნობით, აღნიშნული დოკუმენტებიდან ზოგიერთი გრიფით „სრულად საიდუმლოა“
ტრამპის რეზიდენციის ჩხრეკისას ამოღებულია ნივთების 20-მდე ყუთი, რომლებიც ფოტოფაილებს, ხელნაწერებს, როჯერ სტოუნის შეწყალების ბრძანებასა და “საფრანგეთის პრეზიდენტის” ინფორმაციას მოიცავს.
WSJ-ს ცნობით, ტრამპის სახლიდან ამოღებული დოკუმენტებიდან ოთხი “საიდუმლოა”, სამი “სრულიად საიდუმლო” და სამი „კონფიდენციალურია“.
ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მან გამოიყენა თავისი უფლებამოსილება საპრეზიდენტო თანამდებობის დატოვებამდე მასალების გასაიდუმლოების მიზნით.
მიუხედავად ამისა, არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს თუნდაც დეკლარირებული დოკუმენტების შენახვის პროცესს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს, დაარღვია თუ არა ტრამპმა სულ მცირე 3 ფედერალური კანონი, რომელიც ეხებოდა ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის დამუშავებას, როდესაც მან სამთავრობო დოკუმენტები თეთრი სახლიდან თანამდებობის დატოვებისთანავე ფლორიდაში, საკუთარ სახლში წაიღო.
ასევე, ერთ-ერთი კანონი ჯაშუშობის აქტის მთავარი ასპექტია და ეხება აშშ-ს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ამოღებას. დანარჩენი ორი კანონი ეხება სამთავრობო ჩანაწერების დამალვას ან განადგურებას.