ახალი ამბები

„სავარაუდოდ, კერძო კოლექციიდან გამოიქცნენ“ – საქართველოში აფრიკული ფრინველები დააფიქსირეს

11 აგვისტო, 2022 •
„სავარაუდოდ, კერძო კოლექციიდან გამოიქცნენ“ – საქართველოში აფრიკული ფრინველები დააფიქსირეს

ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის, საბუკოს ინფორმაციით, საქართველოში აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული ფრინველთა სახეობა დააფიქსირეს, რომელთაც მიგრირება არ ახასიათებთ.

ფოტო: ნიკა ბუდაღაშვილი, საბუკო

საბუკო ვარაუდობს, რომ აფრიკული ფრინველები კერძო კოლექციიდან გაიქცნენ.

„შავი ზღვის სანაპიროზე მეტად საინტერესო რამ მოხდა: საბუკოს გუნდმა “აფრიკული წმინდა ივეოსი” African sacred ibis (Threskiornis aethiopicus) დააფიქსირა.

ეს სახეობა აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული და მიგრირება არ ახასიათებს.  აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ეს ინდივიდები კერძო კოლექციის ტყვეობას გამოექცნენ და ახლა საქართველოს ველურ ბუნებაში ცდილობენ გადარჩენას“, – წერს საბუკო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი