მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მოთხოვნას, „კომუნიკაციების კომისიამ“ მოახდინოს სანქცირება სამი კრიტიკული მაუწყებლის- „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“- კამპანიის შინ ევროპისკენ კლიპის ეთერში განთავსების გამო. მედიაკოალიცია, რომელიც 15-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აცხადებს, რომ ამის გამო კრიტიკული მედიის სანქცირების მოთხოვნა პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული რგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება „ქართული ოცნების“ და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას.
ამდენად, კოალიციის განცხადებით, მმართველი პარტია თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანია მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვა
„მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეორგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები“, – აცხადებენ კოალიციაში.
ვრცლად წაიკითხეთ – „ოცნება“ 24 ივნისის აქციის კლიპის გამო 3 არხს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის