კვირას, 7 აგვისტოს, საბერძნეთში, ქალაქ კომოტინში, 41 წლის საქართველოს მოქალაქეს რამდენჯერმე ესროლეს.
ბოლო ცნობებით, იგი გადარჩა, თუმცა მძიმედაა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება კომოტინის ერთ-ერთ კლინიკაში, Sismanoglio-ში.
ბერძნული გამოცემა „პროტოთემას“ ცნობით, მას 12 ტყვია ესროლეს.
კიდევ ერთი ბერძნული გამოცემა,ΕΡΤ იუწყება, რომ მას ორი ადამიანი დაესხა თავს.
ამავე გამოცემის თანახმად, დაზარალებულს შეიარაღებული პირები თავს რამდენიმე თვის წინაც დაესხნენ და მაშინაც დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
მისი ვინაობა არ სახელდება.
მიმდინარეობს გამოძიება.