ახალი ამბები

2022 წლის 7 თვეში საქართველოში 2,35 მლნ მოგზაური შემოვიდა – სტატისტიკა

9 აგვისტო, 2022 • 4151
2022 წლის 7 თვეში საქართველოში 2,35 მლნ მოგზაური შემოვიდა – სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. ეს რიცხვი 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 177%-ით არის გაზრდილი.

ჯამური ვიზიტებიდან, სტატისტიკის თანახმად, ივლისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა იყო 459,711, 115%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო „2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6%-ით არის აღდგენილი“.

რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებს: 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2,344,329 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა (ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ია).

2022 წლის 7 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა, რაც +162%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.

ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამი ათასით ჩამორჩება პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემებს.

კერძოდ, 2019 წლის ივლისში 159 063 მოქალაქე ჩამოვიდა რუსეთიდან, 2020-21 წლებში კი, პანდემიის შეზღუდვების გამო, 4 191 და 25 059 ადამიანი.

შარშანდელთან შედარებით ცვლილება 525.5%-ია, 2019 წელთან შედარებით კი – -2.32%.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი