ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზებმა ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს

4 აგვისტო, 2022 • 2586
აფხაზებმა ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს

“ეხოკავკაზას”ცნობით, აფხაზეთში სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ბიჭვნითის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ და აფხაზეთის სუვერენიტეტის სხვა საკითხებზე დაიწყეს ფლეშმობი, სახელწოდებით “დავიცვათ მოპოვებული”.

ფეისბუკის მომხმარებლები საკუთარ გვერდზე აქვეყნებენ აფხაზეთისა და გულის ფორმაში ჩასმულ ბიჭვინთის ფოტოს.

როგორც გამოცემა “ეხოკავკაზა” წერს, აქციას, რომლის ინიციატორი დეპუტატობის ექსკანდიდატი გრიგორი ლაცუჟბაა, სოციალურ ქსელებში ბევრი აფხაზი მომხმარებელი შეუერთდა, ვინც აპროტესტებს  ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემას, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების შესაძლო მიყიდვას და აფხაზეთის სუვერენიტეტის დასაცავად გამოდის.

“აფხაზური ცუგცვანგი ბიჭვინთაში” – დავით ჯიშკარიანი

აფხაზურ საზოგადოებაში რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს დისკუსია ბიჭვინთაში ყოფილი სახელმწიფო აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე. საუბარია შეთანხმებზე, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. აღნიშნული შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მარტამდე ცნობილი არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი