”ნეტგაზეთზე” გამოქვეყნებული მასალის შემდეგ გიგი უგულავას ვებ–გვერდი გათიშეს.
გიგი უგულავას საიტი gigiugulava.ge 21 აპრილს გათიშეს და მასზე ამჟამად მოთავსებულია წარწერა SORRY THIS SITE IS UNDER CONSTRUCTION (უკაცრავად, საიტი მზადდება).
თბილისის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას ინტერნეტ–გვერდი დღეს, 21 აპრილს, დილის საათებში “ნეტგაზეთზე” სტატიის გამოქვეყნებამდე ჯერ კიდევ მოქმედი იყო. მომხმარებლებს აქ შეეძლოთ მოენახულებინათ თბილისის მერის საარჩევნო კამპანია ინტერნეტში. ასევე ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების სია, მათი ბიოგრაფიები და საარჩევნო პლაკატების PDF ვერსიები.
სტატიაზე მუშაობის დროს ”ნეტგაზეთმა” ვებ გვერდიდან gigiugulava.ge რამდენიმე საიტის ანაბეჭდის (screen shot) გაკეთება მოასწრო, რომელიც აქვეა მიმაგრებული და შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ.
ამავე ტემაზე:
გიგი უგულავა მერობის კანდიდატია