მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სურვილი, ქართულ პოლიტიკაში დარჩეს.
„მას არანაირი სურვილი არ აქვს, იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. მისი ამოცანა, პირველ რიგში, არის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ ოდესმე შეძლებს, რომ მისი რეაბილიტაცია მოხდეს სრულყოფილად, ამ შემთხვევაში იგი პოლიტიკას გააგრძელებს არა საქართველოში, არამედ უკრაინაში, ეს არის ფორმულა“, – განუცხადა გელბახიანმა 30 ივლისს „რუსთავი 2-ს“.
ადვოკატმა თქვა, რომ სააკაშვილს მიმდინარე კვირაში, დაახლოებით 5 დღის წინ შეხვდა და ამ შეხვედრისას მოისმინა ეს ყოფილი პრეზიდენტისგან.
„ის თვლის, რომ პირადად მისი რესურსები თავიდან ბოლომდე არის ამოწურული. მას რაც ეეძლო, ემსახურა ქვეყანას, ხალხს. ახლა ის არის გადასარჩენი“, – განაცხადა გელბახიანმა.
რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ხედვით, საჭიროა, გადაიხედოს მამამისის როლი პოლიტიკაში, რაც „ქართულ ოცნებას“ გაუმარტივებდა კონსენსუსზე წამოსვლას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ვრცლად:







