ტოიოტა კოროლა – ეს ლეგენდარული ავტომობილი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია იწარმოება და ის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელია.
1966 წლიდან დღემდე კოროლას 12 თაობა გამოვიდა და ამ პერიოდში ჯამში 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სწორედ ამიტომ იაპონელი ინჟინრები ხშირად ზრუნავენ ამ მოდელის განაახლებასა და გაუმჯობესებაზე.
ვიდრე ტოიოტა ამ ლეგენედარული მოდელის განახლებაზე მუშაობას დაიწყებდა, იაპონელებმა კოროლას ბოლო თაობის მფლობელები გამოკითხეს. კითხვაზე თუ რატომ შეიძინეს ეს მოდელი, ყველაზე ხშირი პასუხი იყო ტოიოტა კოროლას რეპუტაცია, დიზაინი, ეკონომიურობა და გამძლეობა. მეორე კითხვამ კი გამოავლინა, რომ მომხმარებლებს ამ მოდელში ყველაზე მეტად ეკონომიურობა, კომპლექტაცია და დიზაინი მოეწონათ.
ამჟამინდელი კოროლა 2019 წლიდან იწარმოება, თანამედროვე ტექნიკური სტანდარტებისთვის 3 წელი ცოტა არ არის, ამიტომ იაპონელებმა გადაწყვიტეს რომ განახლების დრო დადგა და 2023 წლისთვის ამზადებენ ახალ კოროლას, რომელიც განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავა.
რას უნდა ველოდოთ განახლების შემდეგ ახალ, 2023 წლის კოროლაში?
ექსტერიერი: ვიზუალურად ექსტერიერის დიზაინი დიდად არ შეცვლილა, ავტომობილს ექნება რადიატორის ახალი ცხაურა, სანისლე ფარების ბუდე და ახალი დისკები. ექსტერიერი სამი ახალი ფერითაა გამდიდრებული, რაც არქიტექტურის, პროდუქტების დიზაინისა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.
ტექნიკური განახლება: მთავარი სიახლე სწორედ ავტომობილის ტექნიკური განახლებაა –
მნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO2-ის გამოყოფას უზრუნველყოფს.
შიგა წვის ძრავის მოცულობა ისევ 1.8 ლიტრია, თუმცა კოროლა იქნება პირველი ტოიოტა, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით, რომლითაც იაპონელი ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ.
რას გულისხმობს ახალი ჰიბრიდული სისტემა? მეტ მაბრუნ მომენტს, მეტ ელექტრო სიმძლავრეს და ნაკლებ ხარჯს, ანუ მეტ ეფექტიანობას.
ძრავის სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალა იქნება და ახალ კოროლას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებელდ 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით 1,7 წმ-ით გაუმჯობესდა.
ძრავის წონა 16 კგ-ით შემცირდა, მნიშვნელოვნად დაიხვეწა აჩქარების დინამიკა ზოგადად ავტომობილის სიმძლავრესთან და მისი რეაქცია ელექტრომობილის სტილთანაა მიახლოებული.
ახალი Corolla აღჭურვილია Toyota T-Mate-ით, რომელიც აერთიანებს: უახლესი თაობის Toyota Safety Sense უსაფრთხოების პაკეტს, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებს. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას, და ეხმარება ავტომობილში მსხდომი ყველა მგზავრის დაცვას.
ინტერიერი: რაც შეეხება ინტერიერის ცვლილებებს, კოროლას სალონში შეიცვლება ფერები, გამოჩნდება GR Sport-ის დეტალები.
სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩვეადობის მქონე 10,5 დუიმიანი მულტიმედიური მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანით – ეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში.
განახლებული ტოიოტა კოროლა საქართველოში 2023 წლიდან გამოჩნდება და მისი შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში იქნება შესაძლებელი.