ახალი ამბებირეკლამა

Toyota-მ ლეგენდარული Corolla-ს ახალი მოდელები წარადგინა 

31 მარტი, 2023 • 2483
Toyota-მ ლეგენდარული Corolla-ს ახალი მოდელები წარადგინა 

28-29 მარტს „ტოიოტა კავკასიამ“ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, „ტოიოტა კოროლას“ განახლებული სედანი (MC) და სრულიად ახალი SUV ვერსია – Toyota Corolla Cross-ი  წარუდგინა.

ახალი მოდელების პრეზენტაცია ციხისძირში, სასტუმრო „კასტელო მარეში“ გაიმართა.  ჟურნალისტებისთვის გაიმართა ტესტდრაივიც. მათ „ტოიოტას“ ლეგენდარული ავტომობილები  ციხისძირიდან შეკვეთილამდე მართეს და სიახლეები თავად გამოცადეს.

ახალი მოდელების მახასიათებლების პრეზენტაცია ჟურნალისტებისთვის

Toyota Corolla (MC)  – განახლებული ინტერიერი, ექსტერიერი და ტექნოლოგია

ტექნიკური განახლება: მთავარი სიახლე სწორედ ავტომობილის ტექნიკური განახლებაა – მნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO2-ის გამოყოფას უზრუნველყოფს.

შიგა წვის ძრავას მოცულობა ისევ 1.8 ლიტრია, თუმცა „კოროლა“ იქნება პირველი „ტოიოტა,“ რომელსაც ექნება ახალი, მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემა.

ძრავას სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალა იქნება და ახალ „კოროლას“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით 1,7 წმ-ით გაუმჯობესდა.

ექსტერიერი ახალი ფერითაა (Midnight Teal) გამდიდრებული, რაც არქიტექტურის, პროდუქტების დიზაინისა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.

ინტერიერი: სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩევადობის მქონე 10,5 დიუმიანი მულტიმედია მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანით – ეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში.

„ტოიოტა კოროლა“ აღჭურვილია უსადენო დაკავშირების ფუნქციით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, მეტად კომფორტულად ისარგებლოს Android Auto ან Apple CarPlay ფუნქციით. ასევე, 12,3 დიუმიანი სრულიად ციფრული მაჩვენებელთა დაფა, რომლის პერსონალიზაციაც მძღოლს შეუძლია როგორც შინაარსის, ასევე ვიზუალის მიხედვით.

“ტოიოტას ორი ახალი მოდელი გავტესტეთ, კოროლას ახალი ოჯახი. ერთი არის სედანი, რომელსაც რამდენიმე დეტალი განუახლდა და რაც მთავარია, განახლდა ჰიბრიდული სისტემა. მთავარი, ეს მეხუთე თაობის ჰიბრიდია. ის არის ძალიან ეკონომიური, კიდევ უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს ავტომობილი და არის კომპაქტური, მცირე წონა აქვს  სისტემას და შესაბამისად, ეკონომიურობასთან ერთად უფრო მძლავრია,” – ამბობს შაკო ბუაჩიძე, „ავტობილდ ჯორჯიას“ რედაქტორი.

Toyota Corolla

Toyota Corolla Cross – შექმნილია ახალგაზრდა ოჯახებისთვის

ახალი „კოროლა ქროსი“ აღჭურვილია  უახლესი ჰიბრიდული სისტემით, ციფრული ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების სისტემებით.   ეს არის პირველი მოდელი, რომელიც აღჭურვილია Toyota-ს მე-5 თაობის ჰიბრიდული თვითდამუხტვადი ელექტროსისტემით. ის უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს და ეფექტურობას.

Corolla Cross-ი შექმნილია ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებიც ყოველდღიურობის გასამარტივებლად ეძებენ პრაქტიკულ და მრავალმხრივ სატრანსპორტო საშუალებას. ექსტერიერში ასახულია Toyota SUV-ის მძლავრი იერი, სალონი კი ტევადია და შექმნილია მარტივი წვდომისთვის, უკანა სავარძლებზეც კი. სწორედ ამ მოდელშია პირველად გამოყენებული Toyota-ს ახალი 12.3 დიუმიანი სრულად ციფრული კომბიმეტრი (სტანდარტი ყველა კომპლექტაციისთვის), რომლის პერსონალიზაციაც მძღოლს შეუძლია როგორც შინაარსის, ასევე ვიზუალის მიხედვით.

ამავე ავტომობილში შეხვდებით პირველად ახალ Toyota Smart Connect მულტიმედიურ და საინფორმაციო-გასართობ სისტემას 10.5 დიუმიანი სენსორული ეკრანით, დაკავშირებულ სერვისებზე წვდომით და სმარტფონის მარტივი ინტეგრაციით.

Toyota Corolla Cross – ტესტდრაივი

ინტერიერი შექმნილია ყოველდღიური პრაქტიკულობისთვის. ეს არის მსუბუქი, ღია სივრცე, კარგი ხილვადობით ყველა მგზავრისთვის, დიდი გვერდითი ფანჯრებით და მძღოლისთვის საუკეთესო ხილვადობით.

„კოროლა ქროსის“ საბარგული ტევადი და ფართო კარის ხარჯზე ადვილად მისადგომია, აქვს კარის გაღების მარტივი სენსორული სისტემა. საბარგულის ტევადობა 436 ლიტრია.

ავტომობილის კორპუსის სიმაღლე და კარების დიდი ღიობები ავტომობილში წვდომას მაქსიმალურად ამარტივებს და კომფორტულს ხდის. მაგალითად, თუ გჭირდებათ ბავშვის სავარძლის ჩადგმა ან ამოღება ავტომობილიდან. ეს საოჯახო აზროვნება ასევე გამოყენებულია უკანა კარებზე, რომლებსაც აქვს მომრგვალებული პროფილი, შესაბამისად, უფრო დიდი სივრცეა სავარძლებს შორის, რაც აადვილებს უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებთან (ბავშვებთან) წვდომას.

Corolla Cross-ი არის პირველი მოდელი მსოფლიოში, რომელიც იყენებს Toyota-ს მეხუთე თაობის თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ელექტროსისტემას. ტექნოლოგიის ბაზარზე დებიუტიდან 25 წლის განმავლობაში მუდმივი გაუმჯობესების ხარჯზე, სისტემა კიდევ უფრო მძლავრი და მომგებიანია, ამავდროულად უფრო ეფექტიანი საწვავის ეკონომიისა და CO2-ის გამოფრქვევის თვალსაზრისით.

ამჟამად ჩვენს რეგიონში წარმოდგენილი მოდელის ტექნიკური მახასიათებლებია : შიგა წვის ძრავის მოცულობა 2.0 ლიტრია, წინა წამყვანი თვლებით, ძრავის სისტემური სიმძლავრე -197 ცხენის ძალა. ამ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად 7,61 წამი დასჭირდება.

სისტემაში გამოყენებულია ახალი PCU, რაც ამცირებს ელექტრული დანაკარგების დონეს 6%-ით და ხელს უწყობს საწვავის გამოყენების ეფექტურობას. ახალი ჰიბრიდული ელემენტი უფრო პატარა და მსუბუქია, მაგრამ ამავე დროს უფრო მძლავრი, რაც ხელს უწყობს როგორც მანქანის დინამიკურ მართვადობას, ასევე საწვავის მოხმარების ეფექტურობას.

დაკიდების სისტემა, მუხრუჭი და საჭე, საჭის ელექტროგამაძლიერებელი მყისიერად რეაგირებს მძღოლის მოქმედებაზე და უზრუნველყოფს მსუბუქ მართვადობას.

უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია როგორც Toyota-სთვის, ასევე მისი მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, ვინც ახალი Corolla Cross-ის ძირითადი სეგმენტია.

Toyota T-Mate-ის დახმარებით ახალი „კოროლა ქროსი“ კიდევ უფრო უსაფრთხოა. „კოროლა ქროსი“ აღჭურვილია უახლესი თაობის Toyota Safety Sense 3.0 უსაფრთხოების პაკეტით, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებით. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას, ეხმარება ავტომობილში მსხდომი ყველა მგზავრის დაცვას.

Corolla Cross-ი არის ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომელიც აღჭურვილია ახალი წინა რადარით, რომელიც ფარავს ბევრად უფრო ფართო ველს ავტომანქანის წინ. ორჯერაა გაზრდილი ავტომობილის წინ გზის აღქმის მანძილი.

ავტომობილის სისტემა უფრო სწრაფად რეაგირებს მძღოლის მოქმედებაზე მაქსიმალურად ბუნებრივი მართვადობის მისაღწევად. მძღოლს შეუძლია თავად გაზარდოს სასურველი მანძილი წინ მოძრავ ავტომობილთან, რაც უზრუნველყოფს უფრო რბილ დამუხრუჭებას საჭიროების შემთხვევაში.

Toyota Corolla Cross – ტესტდრაივი

შაკო ბუაჩიძის აზრით, ეს მოდელი ბესტსელერი უნდა გახდეს, რადგან RAV 4- სა და CHR-ს შორის არის პოზიციონირებული, CHR-ზე დიდია და RAV 4-ზე პატარა.

„ევროპული გემოვნებით შთაგონებული ავტომანქანაა ახალგაზრდა ოჯახებისთვის. მისი პრაქტიკულობით, ავტომობილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დიდი არ არის, გარედან პატარაც გეჩვენება, მაგრამ ძალიან ტევადია, შიგნით რომ ჯდები, დიდი სივრცეა, საბარგული დიდი აქვს, ჩაჯდომა-გადმოსვლა კომფორტულია, თავს არაფერს მიარტყამ და ამ პრაქტიკულობით გაგვაოცა,“ – აღნიშნავს ის.

ტოიოტას სპეციალისტის, დავით სიხუაშვილის თქმით, „კოროლა ქროსი“ ევროპულ ბაზარსა და გემოვნებას მაქსიმალურად არის მორგებული, არის დახვეწილი და კომპაქტური.  მისივე აზრით, ახალი მოდელი წინ გადადგმული ნაბიჯია გარემოს დაცვის მიმართულებით:

„მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემა განაპირობებს საწვავის ხარჯის მინიმალურ ოდენობას, 5 ლიტრამდე წვავს 100 კილომეტრზე. ასევე, გამოყენებულია ახალი PCU, სიმძლავრის კონტროლის ბლოკი.

ეს ხელს უწყობს საწვავის გამოყენების ეფექტურობას. ნახშირორჟანგის გამოყოფა არის ძალიან შემცირებული, 113-120 გრამი კილომეტრზე, რაც ამ სეგმენტში საუკეთესო შედეგია. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია გარემოს დაცვაში.”

„ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენლის, ანა თვალავაძის თქმით, „ტოიოტას“ განსაკუთრებულს მისი ხარისხი, გამძლეობა და საიმედოობა ხდის.

„ეს არის ტოიოტას მთავარი ამოსავალი წერტილი.  გარდა ნაკლები ნახშირორჟანგის გამოყოფისა, მძღოლისა  და მგზავრის უსაფრთხო მგზავრობა ტოიოტასთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ტოიოტას ავტომობილები არის ხარისხიანი და გამძლე.“

Corolla Cross-ის შეძენა „ტოიოტას“ ოფიციალურ დილერებთან: „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, „ტოიოტა ცენტრ თეგეტასა“ და „ტოიოტა ცენტრ ბათუმშია“ შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი