ახალი ამბები

გიგი უგულავა მერობის კანდიდატია

21 აპრილი, 2010 • 2491
გიგი უგულავა მერობის კანდიდატია

გიგი უგულავას ვებ გვერდზე  თბილისის ამჟამინდელი მერი თბილისის მერობის კანდიდატია. თბილისში ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატების სიაში მხოლოდ ერთი  ქალია. ყველა კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იტყვის რომ  ”გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია” – მათ შორის  ”შონზო”, თბილისის ვიცე მერი მამუკა ახვლედიანი, ასევე რამდენიმე რაიონის გამგებელი და სპორტსმენები.

ყველას პრიორიტეტი დასაქმებაა. ვებგვერდზე, რომლის მისამართია gigiugulava.ge უკვე ოფიციალურად დაწყებულია საარჩევნო კამპანია.

თბილისის მერობის კანდიდატი ნაციონალურ მოძრაობას ცესკოში ჯერ არ დაურეგისტრირებია . დღემდე არ კეთდება ოფიციალური განცხადება  გიგი უგულავას კანდიდატობაზე და ისიც აგრძელებს თბილისის მერობას, თუმცა Ge სივრცეში ყველაფერი სხვანაირადაა. ყველაფერი ცნობილია – თბილისის მერობის კანდიდატი, საარჩევნო სლოგანი, პრიორიტეტი, მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა თბილისში.

 მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატებიდან ერთი თბილისის ვიცე მერია, ერთი თბილისის მერის მოადგილე, ორი გამგებელი. სიაში ასევე არიან მერიის სხვადასხვა უწყების თანამშრომლები. ყველა ისინი განაგრძობენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას (იხილეთ სია ქვემოთ).

 უგულავა ფაბრიკაში, ხალხთან, სპორტულ მოედანზე, და ასე შემდეგ – ამ ფოტოსესიაზე წაიკითხავთ, რომ ”გასაკეთები ჯერ კიდევ ბევრია” – ეს ყველაფერი ვებ გვერდის მთავარ გვერდზეა.  ცალკე გვერდები (subpage-ები) ეთმობა თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებს. აქ უკვე განთავსებულია ინფორმაცია როგორც კანდიდატებზე და მათ პრიორიტეტებზე, ასევე მოკლე ბიოგრაფიები. ამ გვერდებიდან უკვე კანდიდატების საარჩევნო პლაკატების pdf ვერსიების ჩამოქაჩვაც შეიძლება.

 ”მას  ყველა  იცნობს, მაგრამ გადაწყვიტა, ხალხის სიყვარული მათზე ზრუნვითაც დაიმსახუროს. ამიტომაც, მომავალ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს”- წაიკითხავთ საიტზე.

 გამოიცანით, ვინ არის?

 შონზო, იგივე ზურაბ გაჩეჩილაძე. ის ვაზისუბანში არ ცხოვრობს, მაგრამ წერს, რომ ბევრი ვაზისუბნელი მეგობარი ჰყავს და აქედან გამომდინარე ამ უბნის პრობლემები იცის.

 მაჟორიტარი კანდიდატებიდან ვინ რა უბანში ცხოვრობს, გაიზარდა და დაიბადა მათი დახასიათებისას აქცენტრებულია.

 ,,თემქა ჩემი მშობლიური უბანია, ცხოვრების შეგნებული პერიოდი აქ გავატარე”,

”ლოტკინის დასახლებაში დაბადებულსა და გაზრდილს კარგად ესმის ამ რაიონის პრობლემები”, ”სანზონის  მკვიდრია   და ამ  უბნის  პრობლემებს კარგად იცნობს” – აი ასეთ ფრაზებს შეხვდებით მაჟორიტარების აღწერისას.

 განსაკუთრებულია თბილისის ელიტარული რაიონების კანდიდატების დახასიათება ამ კონტექსტში. აი მაგალითად, ” მამუკა ახვლედიანი დაიბადა და გაიზარდა თბილისის ყველაზე ძველ და კოლორიტულ უბანში – მთაწმინდაზე. დაამთავრა თბილისის #1 საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სასულიერო აკადემია. უკვე 4 წელია თბილისის ვიცე-მერია. ძირძველი მთაწმინდელი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობად ძველი თბილისის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათ დასაქმებას მიიჩნევს”.

 დასაქმება ყველა კანდიდატის სარეკლამო პლაკატში ფიგურირებს. პროგრამებში მხოლოდ მცირედი განსხვავებაა. მაგალითად სპორტსმენი კანდიდატები ხაზს უსვამენ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობას – ვაკის და ჩუღურეთის კანდიდატებისთვის დასაქმებასთან ერთად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაა პრიორიტეტი.

 ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ  მასალებში ვერ შეხვდებით ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების საკითხებს.  ყველა მაჟორიტარი კანდიდატი ეთნიკური ქართველია. უგულავას ფოტოგალერეაში კი თბილისის მერის, თუ მერობის კანდიდატის პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც იხილავთ.

 მაჟორიტართა სიაში მხოლოდ ერთი ქალია. იგი თბილისის მერიის თანამშრომელია და საიტზე წერია რომ მან ”ქალაქის პრობლემების შესწავლა მრავალი წლის წინ, რიგითი თანამშრომლის რანგში დაიწყო. მას შემდეგ ბევრი იშრომა და გასულ წელს თბილისის მერიის ყველაზე ენერგიული თანამშრომლის სიგელიც მიიღო”.

 ”ნაცმოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატთა ქვემოთ მოცემული სია შედგენილია ვებ გვერდის მონაცემების მიხედვით;

კანდიდატი

საარჩევნო ოლქი

პროფესია/საქმიანობა

ვახტან ცაგარეიშვილი   

თემქა 

მერაბ რაფავა   

კრწანისი  

იურისტი 

ზურაბ გაჩეჩილაძე

 

ვაზისუბნი და მე-8 ლეგიონის დასახლება  

(შონზო) – მას  ყველა  იცნობს

ზაალ სამადაშვილი

 

ალაბრისა და მეტრომშენის დასახ-
ლება

 მწერალი   და  სკოლის   ყოფილი   დირექტორი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

შოთა ქურდაძე

ძველი ნაძალადევისა და ლოტკინი უბანი

  მშენებელ-ინჟინერი  

იოსებ ეგუტია

სამგორის რაიონის (ორხევი, ლილოსა და აეროპორტის დასახლება, სოფლები:ნასა გური, წინუბანი, პატარა ლილო,  დიდი  ლილო  და  ვარკეთილის მეურნეობა)

ექიმი, საკრებულოში მუშაობის გამოცდილებით

ზაურ დოლიძე

 

ნუცუბიძისა და ვაჟა ფშაველას ტეიტორია

 

სპორტსმენი, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, წლების განმავლობაში თბილისის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი

ბესარიონ ბენდელიანი

გლდანის (კენტი  მიკრო  რაიონები) 

გლდანის მკვიდრი

 

კახა გურული

 

მესამე მასივი

თბილისის კორპუსის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. 

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი

 

გლდანი

ქალაქის მერის მოადგილე.2003 წლიდან გლდანი – ნაძალადევის რაიონში გამგებლის მოადგილე, მოგვიანებით კი, ამავე რაიონის გამგებელი.

მამუკა გუგეშაშვილი  

 

სანზონის  რაიონი  

სანზონის  მკვიდრი 

ზაზა სინაურიძე

 

საბურთალო

ძირძველი თბილისელი, პროფესიონალი  და ცნობილი  ექიმი

ხვიჩა სანაია

ნავთლუღის  რაიონი

ამ უბნის  მკვიდრი 

ირაკლი ნადირაძე

ვარკეთილი

დაიბადა და გაიზარდა ვარკეთილში   

გიორგი ნემსაძე 

 

ნაძალადევის მაჟორიტარი

ფეხბურთელი, საკრებულოს წევრი.

დავით გელაშვილი

საბურთალოს  რაიონი (კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე,  ხილიანი) 

ყოფილი წყალბურთელი და მეწარმე, ვაკე-საბურთალოს რაიონის  გამგებელი

ალექსანდრე ნიკოლეიშვილი

 

ჩუღურეთის  რაიონი

საქართველოს წყალთა   სახეობების   ეროვნული   ფედერაციის   ვიცე- პრეზიდენტია.

ირაკლი შიხიაშვილი

 

სამგორის (აფრიკის დასახლება და მოსკოვის გამზირი)

ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე  ოთხი წლის განმავლობაში.

ნინო თევდორაძემ

 

სოფელი დიღომის, დიდი დიღმის, ვაშლიჯვარისა და შავი უბნის რაიონი

გასულ წელს თბილისის მერიის ყველაზე ენერგიული თანამშრომლის
სიგელის მფლობელი

მამუკა ახვლედიანი

 

მთაწმინდა

 

”დაიბადა და გაიზარდა თბილისის ყველაზე ძველ და კოლორიტულ უბანში – მთაწმინდაზე. დაამთავრა თბილისის #1 საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სასულიერო აკადემია. უკვე 4 წელია თბილისის ვიცე-მერია. ”ძირძველი მთაწმინდელი ”

დავით ჯინჭარაძე

მუხიანი

იურისტი

ვახტანგ ნაცვლიშვილი

 

ვაკე

”დაიბადა და გაიზარდა ვაკეში. მას, როგორც წარმატებულ სპორტსმენს, ყველა იცნობს. პროფესიით იურისტი და სოციოლოგია”.

ირაკლი დვალი  

 

დიღმის მასივი

 პროფესიულ  რაგბს  12  წელი თამაშობდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი.  

გიორგი ჩაჩანიძე   

 

დიდუბის რაიონი

წლების განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგებელი.  

დავით წერეთელი

 

ავჭალის, ზაჰესის, სოფელი გლდანისა და გლდანულა

”დაბადებიდან ავჭალის მკვიდრი”

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი