ახალი ამბები

დაგვიანებული თუ ნაადრევი ინიციატივა უკეთესი არჩევნებისთვის

20 აპრილი, 2010 • • 1123
დაგვიანებული თუ ნაადრევი ინიციატივა   უკეთესი არჩევნებისთვის

“ეროვნულმა ფორუმმა” არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენელებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ახალი პროექტი წარუდგინა.

პროექტი, რომელიც, “ეროვნულმა ფორუმმა” და ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ შეიმუშავეს, ზუსტი საარჩევნო სიებისა და ხმის მიცემის გაყალბების თავიდან ასაცილებლად  ბიომეტრიული გამოყენებას ითვალისწინებს.

ექსპერტ ვახტანგ ხმალაძის თქმით, ბიომეტრული სურათის და თითების ანაბეჭდების მეშვეობით, შესაძლებელია ადამიანის სრული და ზუსტი პარამეტრების დადგენა, რაც თავის მხრივ განაპირობებს ამომრჩეველთა ზუსტი სიის დადგენას და კარუსელების თავიდან აცილებას.

“ჯერ-ჯერობით საუბარი გვაქვს ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე და კენჭისყრის დღეს ყველანაირი კარუსელი აღმოფხვრაზე. შემდგომ ეტაპზე, სავსებით შესაძლებელია,  განხილული იქნეს თვითონ საარჩევნო პროცესის, ხმების დათვლის, ოქმების ამობეჭდვის დროს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის ჩარევის შესაძლებლობას ამ პროცესში.”

ხმალაძის თქმით, ადამიანები უნდა ახდენდნენ საკუთარი არჩევანის ელექტრონულად დაფიქსირებას, რაც შემდეგ ბიულეტენის სახითაც ამოიბეჭდება. ეს კი შეამცირებს ხმების დათვლის დროს ორ დღემდე. ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ მონაცემთა სრულად შეყვნას ელექტრონულ ბაზაში დაახლობით ხუთი-ექვსი თვე და 8 მილიონი დოლარი დასჭირდება.

”ეროვნული ფორუმის”  წევრის ირაკლი მელაშვილის თქმით, ეს პროექტი არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმათველობის არჩევნებისათვის.

“ჩვენ ახლა ვიწყებთ ამაზე საუბარს.. შემდეგი არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლად. ეს არჩევნები დაადასტურებს ჩვენ სიმართლეს”.

თუმცა “კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის” აღმასრულებელი  მდივნის ირინა ფუტკარაძის თქმით,  “ეროვნული ფორუმის” ეს ინიციატივა საკმაოდ დაგვიანებულია. მაგრამ, მისი აზრით ბიომეტრული მეთოდის დანერგვა ერთადერთი წინაპირობაა წარმატებული არჩევნებისთვის.

“ერთი შეხედვით შეიძლება თქვა, რომ დრო საკმარისია, თუმცა ვფიქრობ რომ ვფიქრობ ეს ცოტა ადრე უნდა გაკეთებულიყო და ეს უნდა მომხდარიყოიყო ყველა საარჩევნო სუბიექტებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ერთიანად უნდა შეემუშავებინათ კონკრეტული მექანიზმები”.

პროექტი უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი