ახალი ამბები

ქართული კომპანიები EU-ში საჯარო ტენდერებში შეძლებენ მონაწილეობას

25 ივლისი, 2022 • 807
ქართული კომპანიები EU-ში საჯარო ტენდერებში შეძლებენ მონაწილეობას

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა.

„22 ივლისს გამოქვეყნდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს ანგარიშის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ქართული კომპანებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირში დაახლოებით 250 000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორ ტრიოლიონზე მეტი ღირებულების პროდუქციას იძენს და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ წლის განმავლობაში ქართული კომპანიებისთვის ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაჩნდა“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულების „შესანიშნავად და სრულყოფლად“ შესრულების შედეგი.

„შედეგად, ქართველ შემსყიდველებს, კომპანიებს შესაძლებლობას ვუჩენთ, ევროპულ კომპანიებთან თანაბარ პირობებში, ევროპის 27 ქვეყანაში მოახერხონ პროდუქციის მიწოდება იმ საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც საჯარო შესყიდვებით არიან დაინტერესებული“, — განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ ეს იქნება ახალი სტიმული ქართული ბიზნესისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი