ახალი ამბები

ზურაბიშვილი „ოცნებას“ დასავლელ პოლიტიკოსებზე თავდასხმისთვის აკრიტიკებს

21 ივლისი, 2022 •
ზურაბიშვილი „ოცნებას“ დასავლელ პოლიტიკოსებზე თავდასხმისთვის აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს დასავლელ პოლიტიკოსებზე თავდასხმის გამო აკრიტიკებს.

მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონკრეტული ციტატები მოიყვანა.

„კობახიძე: ვიოლა ფონ კრამონი და შვიდი თუ რვა პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები, ეს არაა თავდასხმა?

მდინარაძე: 10-ზე მეტი ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

ეს კრიტიკა არ არის, როდესაც ბრალდება არის, რომ ისინი კრიმინალების მფარველები არიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. არ გამიგია სხვაგან ასეთი წესები. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ იგი გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა იგი უკვე გამიჯნულია (ინსტიტუციურ დონეზე)“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია თავს არ ესხმის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, არამედ მის მიმართ აქვთ კითხვები.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, ელჩზე თავდასხმა პარტნირულ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი