პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 4 თვის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები 2022 წლის 1 მარტიდან ივნისის ჩათვლით.
ანგარიშის თანახმად, 4 თვის განმავლობაში:
- სამსახურმა 152 განცხადება/შეტყობინება მიიღო. მათგან 73 (48%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო დაწესებულებებში, 40 (26%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 39 (26%) — სამართალდამცავ ორგანოებში.
- ჩატარდა მონაცემთა დამუშავების კანონიერების 38 შემოწმება — 32% (12) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 68% (26) — არაგეგმურად.
- გამოვლინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 36 ფაქტი. სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 56% (20) შეეხებოდა კერძო სექტორში, 33% (12) — საჯარო სექტორში, ხოლო 11% (4) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.
- ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 18 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 15 პირს — გაფრთხილება.
- სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) სამსახურმა 53 შემთხვევაში გამოიყენა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანახმად, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს სასამართლოს მიერ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერაზე გაცემულ ნებართვებში არსებულ ბუნდოვანება-უზუსტობაზე 8-ჯერ ეცნობა.
უწყების ცნობით, კონტროლის ელექტრონული სისტემის საშაულებით სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის პროცესში ინციდენტი არ გამოვლენილა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური 2022 წლის მარტიდან შეიქმნა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა და მის ნაცვლად ორი უწყება ჩამოაყალიბა.