თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზრობასა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეთა დახლები გაიტანა. ინფორმაციასა და ფოტომასალას თავად უწყება ავრცელებს.
მერია აცხადებს, რომ ეს კონსტრუქციები უნებართვოდ იყო მოწყობილი.
„მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. ისინი სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ“, – ამბობს მერია.