ახალი ამბები

„უცნობმა“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენება არ მისცა

18 ივლისი, 2022 • 1367
„უცნობმა“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენება არ მისცა

მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა) სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენება არ მისცა.

„უცნობი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „მთავარი არხის“ ჟურნალისტების ფარული მოსმენის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს, 18 ივლისს, იმყოფებოდა.

როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, გაჩეჩილაძემ წყაროს არგამჟღავნების უფლება გამოიყენა.

„გამოძიებას კითხვები ჰქონდა იმ ჩანაწერთან დაკავშირებით. გია გაჩეჩილაძემ წყაროს არგამჟღავნების კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და აქედან გამომდინარე მას არ მიუცია ჩვენება“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.


13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტელეწამყვანმა, „აი უცნობის“ დამფუძნებელმა, გიორგი გაჩეჩილაძემ (სასცენო სახელით „უცნობმა“) გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც ასახავს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს.

ჩანაწერში ასახულია გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ დაგეგმვის პროცესი, სადაც მედიის ოთხი წარმომადგენელია ჩართული.

კერძოდ, აუდიოჩანაწერი ასახავს თათბირს ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას, გადაცემის პროდიუსერ ეკა სარიასა და ჟურნალისტებს, ლაშა კვესელაძესა და გიორგი გვიშიანს შორის.

„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით.

ვრცლად ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი