ახალი ამბები

სოსო გოგაშვილის ცოლის თქმით, მის ქმარს ჩხრეკისას ორი იარაღი ჩაუდეს

16 ივლისი, 2022 • 1214
სოსო გოგაშვილის ცოლის თქმით, მის ქმარს ჩხრეკისას ორი იარაღი ჩაუდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ცოლი,  თეა მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ მათი სახლის ჩხრეკისას მის ქმარს ორი იარაღი ჩაუდეს.

მისივე თქმით, გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლითა და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

157-ე მუხლი კი –  პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას.

„შევარდნენ ოთახში, ამ დროს მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი, ჩემი თვალით დავინახე, ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი და გამოხსნეს სოსოს[ გოგაშვილის] კარადა და კალაშნიკოვი [გამოიღეს]. როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს 2 იარაღი უკანონო ჰქონდა?! შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემ მომკიდა ხელი, დაუძახა ბიჭებს აქ რა გინდა, აქ რატომ ამოიყვანეთო “, – აცხადებს თეა მარტყოფლიშვილი.

გოგაშვილის ცოლის თქმით, მან ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა, რადგან ამოღებული ნივთები გოგაშვილს არ ეკუთვნოდა.

„ეს ჩხრეკის პერიოდი რომ უკვე [დაასრულეს] და მერე მეუბნებიან, მოდით დაესწარითო, მე შენივნაშიც დავწერე და არც მოვუწერე ხელი ოქმზე – „ამ ოქმზე როგორ მოგიწერთ ხელს -მეთქი. ჩადებული აქვთ მეხსიერების ბარათები, წერილობითი დოკუმენტები, დისკები, ლეპტოპი. მკითხეს ეს ლეპტოპი თქვენიაო და პირველად ვნახე. მეხსიერების ბარათი საიდან ამოიღეს იცით? – ბავშვების სათამაშოები რაზეც მილაგია, ის „დესეო“ გახსნეს და იქედან ამოიღეს. ეს ხო სირცხვილია. თუ აკეთებ, ცოტა ლამაზად მაინც შეფუთე, რომ საზოგადოებას მაინც დააჯერო“, – აცხადებს სოსო გოგაშვილის ცოლი.

სოსო გოგაშვილის ცოლის თქმით, მის ქმარს ეს ყველაფერი იმიტომ გაუკეთეს, რომ სხვანაირად ვერ მოედავნენ და სხვა საფუძველი მის „გასაფუჭებლად“ არ ქჰონდათ.

„მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს 2 პრი­მა მუხ­ლი ხომ წა­უ­ყე­ნეს, რომ ჩვე­ნი ლიკ­ვი­და­ცია უნ­დო­და და კაცი გა­რეთ და­დის. აქე­დან მე დას­კვნა გა­მო­მაქვს, რომ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს კი არ სდო­მე­ბია ჩვე­ნი ლიკ­ვი­და­ცია, არა­მედ სდო­მე­ბია ამ მთავ­რო­ბას: ლი­ლუ­აშ­ვილს, ღა­რი­ბაშ­ვილს, ივა­ნიშ­ვილს, გო­მე­ლა­ურს, იმი­ტომ, რომ ჩემი მე­უღ­ლე არის ღირ­სე­უ­ლი, 1997 წლი­დან სტი­ქა­რო­სა­ნია და არას­დროს არის ად­ვი­ლად მარ­თვა­დი, ბინ­ძურ საქ­მე­ებს ხელს არას­დროს მო­ა­წერს.

ბო­ლოს რა­ტო­მაც მო­ი­შო­რეს, ეს იყო უცხო­ე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი. ჩემი ქმრის ნამ­დვი­ლად ეში­ნი­ათ. ვერც წი­ლე­ბი და ვერც სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბი უნა­ხეს. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ასე თქვა, სა­ნამ პატ­რი­არ­ქი ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბა და სა­ნამ მას უდი­ე­რად ვინ­მე შე­ე­ხე­ბა, მზად იყა­ვი, რომ მე მის მა­გივ­რად მივ­დი­ვარ ტყვი­ა­ზეო“,- გა­ნა­ცხა­და თეა მარ­ტყო­ფიშ­ვილ­მა.

თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ თუ რა მუხლებითა გოგაშვილი დაკავებული. უწყებაში სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი თითქმის 12 საათის შემდეგ  გააკეთეს და თქვეს, რომ ის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სხვა დეტალებზე კი სუს-ი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად განხორციელებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, – განუცხადეს სუს-ში ნეტგაზეთს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარდა. გოგაშვილის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე მან 13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტელეწამყვან, „აი უცნობის“ დამფუძნებლის, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ (სასცენო სახელით „უცნობმა“) გაავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ასახავს, განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში გოგაშვილმა „ტელეეთერიდან სიმართლის მოყოლა“ დაანონსა.

„ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით . ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…?

მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე“, – დაწერა გოგაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი აცხადებს, რომ ის ინფორმაცია, რის გასაჯაროებასაც მამამისი აპირებდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც აქვს გადაცემული.

მისი თქმით, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაციის გარდა, გაჩხრიკეს მისი შვილების სახლები, სიღნაღში მდებარე სასტუმრო და ასევე გოგაშვილის მძღოლის სახლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი