საზოგადოება

სოსო გოგაშვილი დააკავეს

16 ივლისი, 2022 • 2646
სოსო გოგაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, დააკავეს.

გოგაშვილის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მის საკუთარ სახლში სპეცრაზმელები გვიან ღამით მივიდნენ.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ ოფიციალურ უწყებებს.

როგორც სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი წერს, მამამისი ამ დრომდე ოჯახთან ერთად სპეცრაზმელების ზედამხედველობის ქვეშ საკუთარ სახლში იმყოფება.

„დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი 10 წლის ძმა პეტრე და ჩემი 4 წლის ძმის შვილი, სავარაუდოდ ამ დრომდე ისევ სახლში იმყოფებიან, იარაღით აღჭურვილ პირებთან ერთად. არავის არ აძლევენ შესვლის უფლებას, არ გვინახავს როგორ არიან. 8 საათის განმავლობაში იმყოფებიან ასე!!!!!! არაადამინები ხართ და პასუხს აუცილებლად აგებთ და

ყველა ზომას მივმართავთ რომ ყველამ გაიგოს სინამდვილეში რასაც წარმოადგენთ ამ ყველაფრის დამგეგმავები!!! გთხოვთ, ყველა კარგ ადამიანს, დამეხმარეთ ამ სიბოროტესთან ბრძოლაში რომ გადავარჩინო ჩემი ოჯახი და იგივე თქვენს ოჯახებსაც არ დაემართოს“, – წერს ნინი გოგაშვილი.

გვიან ღამით, ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის სახლშიც. როგორც ვიდეოში ნინი გოგაშვილი ამბობს, მისი ლეპტოპი და WiFi-ის როუტერი წაიღეს.

სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე მან 13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტელეწამყვან, „აი უცნობის“ დამფუძნებლის, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ (სასცენო სახელით „უცნობმა“) გაავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ასახავს, განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში გოგაშვილმა „ტელეეთერიდან სიმართლის მოყოლა“ დაანონსა.

„ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით . ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…?

მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე“, – დაწერა გოგაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი