ახალი ამბები

ტვ „კავკასია“ საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

15 ივლისი, 2022 • 1412
ტვ „კავკასია“ საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

ტელეკომპანია „კავკასია“ შექმნილი ფინანსური პრობლემების გამ მოსახლეობას მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს და შემოწირულების მიღებას იწყებს.

გთავაზობთ ტელეკომპანიის განცხადებას, სადაც აღნიშნულია:

„წლების განმავლობაში ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია. ვცდილობდით არ ვყოფილიყავით მუდმივად გადარჩენის ზღვარზე და გვეფიქრა განვითარებაზე, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს არასახელისუფლო მედიას საქართველოში ისევ გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.

დღეს ჩვენ გვიწევს მოგმართოთ მხარდაჭერის და ფინანსური თანადგომისთვის, რომ გადავრჩეთ და განვვითარდეთ. ამ დროისთვის ტელეკომპანია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია, რაც მის არსებობას რეალურ საფრთხეს უქმნის. ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე, რამაც გრძელვადიანად ჩვენი ფინანსური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს და მოგვცეს საშუალება შევქმნათ ძლიერი საინფორმაციო არხი.

თუმცა უახლოესი ორი თვე ჩვენთვის უმძიმესია, რადგან მიმდინარე ვალდებულებებმა შესაძლოა ტელევიზიის გაჩერება გამოიწვიოს.

ტელეკომპანია კავკასია მადლობას უხდის ყველას, ვისაც ჩვენი მხარდაჭერის სურვილი აქვს.

ჩვენთვის თქვენი გულშემატკივრობა უმნიშვნელოვანესია.

მადლობა ყოველი ლარისთვის, რომელსაც ჩვენი არხისთვის გაიღებთ“.

თანხის გადარიცხვა ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ შესაძლებელია ანგარიშზე:

  • საქართველოდან:

თიბისი ბანკი ლარში გადარიცხვებისთვის

მიმღები ბანკი – ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი – TBCBGE22
მიმღების ანგარიში – GE55TB7697536070100001
მიმღების სახელი – შპს ტელეკომპანია კავკასია
დანიშნულება: შემოწირულობა

  • საზღვარგარეთიდან გადმორიცხვისთვის:

თიბისი ბანკი FOR U.S. DOLLAR TRANSFER აშშ დოლარში გადარიცხვებისთვის

Beneficiary’s Bank – JSC TBC Bank
Bank Code – TBCBGE22
Beneficiary’s IBAN – GE02TB7697536170100001
Name of Beneficiary – shps telekompania kavkasia

Intermediary Bank
CITIBANK N.A.
NEW-YORK, USA
SWIFT: CITIUS33
ABA: 021000089

Intermediary Bank
DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS
NEW-YORK, USA
SWIFT: BKTRUS33
ABA: 021001033

Intermediary Bank
JPMORGAN CHASE BANK N.A.
NEW-YORK, USA
SWIFT: CHASUS33
ABA: 021000021

მასალების გადაბეჭდვის წესი