ახალი ამბები

ფულად გზავნილებში კვლავ რუსეთი ლიდერობს

15 ივლისი, 2022 •
ფულად გზავნილებში კვლავ რუსეთი ლიდერობს

2022 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (მილიარდ 262.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით (225.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გადმორიცხული თანხების ნახევარზე მეტი, 54.16 პროცენტი რუსეთის ფედერაციაზე მოდის.

რუსეთის შემთხვევაში, გასულ წელთან შედარებით, გადმორიცხვები 492.2 პროცენტითაა გაზრდილი და 231.44 მილიონს შეადგენს, თუმცა წინა თვის მონაცემთან შედარებით, 82.46 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილები საერთო გადმორიცხვების 20.97 პროცენტია.

საქართველოში გზავნილების ოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო, საქართველოში რუსეთის ათი ათასობით მოქალაქე დასახლდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი