ახალი ამბები

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები

16 აპრილი, 2010 • 1328
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები

ცესკოს ვებგვერდი  მოთხოვნების არაადეკვატურია- განაცხადა ორგანიზაცია  „ახალი  თაობა– ახალი ინიციატივამ“ (nGnI) 16 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩვნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე. დღეს ცესკოს ვებ გვერდი საერთოდ გამორთულია.

 ანგარიში, რომელიც ორგანიზაციის თვმჯდომარემ, მიხეილ დევდარიანმა მედიის წარმოადგენლებს გააცნო, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საკანონმდებლო ჩარჩოსა (კანონის დადებითი და უარყოფითი მხარეებიუ) და 2010 წლის 1 თებერვლიდან 10 აპრილამდე წინასაარჩვნო გარემოს შეფასებას მოიცავს.

მიხეილ დევდარიანმა განაცხადა, რომ ცესკოს შემადგენლობა საკმაოდ გადახალისდა წინა არჩევნების შემდეგ და დადებითად შეაფასა  ცესკოს ახალი სტრატეგია, თუმცა აღნიშნა, რომ მთვარია ცესკომ მოახერხოს დასახული მიზნების განხორციელება.

–ანგარიშის მთავარი მიზანია ცესკოს დავანახოთ  რა ხარვეზები გააჩნია და მათ დროულად მოახდინონ ამ ხარვეზებზე რეაგირება- განაცხადა დევდარიანმა და ხარვეზებზე ისაუბრა.

 მისი თქმით,   ცესკოს ვებგვერდი  მოთხოვნების არაადეკვატურია, ცესკოს მიერ ტელევიზიით გავრცელებული საინფორმაციო კლიპი არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსის ნორმებს, ცესკოს სხდომები ინფორმაციულად ნაკლებად ხელმისაწვდომია, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ 15 წუთით ადრე არის ცნობილი რაზე ტარდება სხდომა.

არასამთვრობო ორგანიზაციამ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს 20 რეკომენდაცია გაუგზავნა. რეკომენდეციები ძირითადად საარჩევნო სიების მონიტორინგის გამარტივებას და ამომრჩეველთა სიების მიმართ ნდობის გზარდას ეხებოდა. რეკომენდაციები 2010 წლის თებერვალში პოლიტიკურ პარტიებთან გამართული შეხვედრების შედეგად შემუშავდა.

ორგანიზაციის თვმჯდომარის განცხადებით, ცესკო აღნიშნულ რეკომენდაციებიდან  დღემდე რეაგირება მხოლოდ ერთზე, (ცესკოს ვებ–გვერდის საძიებო სისტემაში კონკრეტული მონაცემების მითითებისას (გვარი და პირადი ნომერი) გამოჩნდეს ამ მისამართზე რეგისტრიტებული ყველა პირის სრული მონაცემები) მოახდინა.  „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ იმედს გამოთქვამს, რომ დანარჩენ რეკომენდაციებზე რეაგირებას ცესკო უახლოეს მომავალში მოახდენს.

NGnI არჩევნებზე დაკვირვებას 2003 წლის ნოემბრიდან ახორციელებს. ორგანიზაციის მთავარ მიმართულება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშეწყობაა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი