ახალი ამბები

პარლამენტთან დამონტაჟებული რკინის ჯებირები მოხსნეს

14 ივლისი, 2022 •
პარლამენტთან დამონტაჟებული რკინის ჯებირები მოხსნეს

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან რკინის კონსტრუქცია მოხნეს.

თავდაპირველად ჯებირები პარლამენტთან აღმართეს 2019 წელს, საპროტესტო დემონსტრაციებისას, მას შემდეგ, რაც 20 ივნისის მოვლენების შემდგომი საპროტესტო ტალღისას აქტივისტებმა სხვადასხვა დროს პარლამენტის პიკეტირება სცადეს.

ჯებირები 2021 წლის ზაფხულში მოხსნეს, თუმცა ხელახლა აღმართეს 2021 წლის შემოდგომაზე, – „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დემონსტრაციების დაანონსებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი