ახალი ამბები

რაღაც საშუალებას არ გვაძლევს, ოპტიმისტურად ვუყუროთ საქართველოს მომავალს — ევროპარლამენტარი

13 ივლისი, 2022 • 515
რაღაც საშუალებას არ გვაძლევს, ოპტიმისტურად ვუყუროთ საქართველოს მომავალს — ევროპარლამენტარი

ლიეტუველი ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის (Renew Europe) თქმით, ევროკავშირი სისტემატურ გამოწვევას აწყდება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში.

ამის შესახებ აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„ჩვენი დროის დიდი ნაწილს ვუთმობთ საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვას. საშუალოდ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რატომ, როგორ ფიქრობთ? როგორც ჩანს, რაღაც ისეთია საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც საშაულებას არ გვაძლევს, ოპტიმისტურად ვუყუროთ ამ ქვეყნის შემდეგ პერიოდს“, — განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.

მან მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას, შეასრულონ ევროკომისიის განსაზღვრული 12 პირობა.

„ეს ნათელი და მარტივია. ამაზე მარტივად თქმა, მე ვფიქრობ, შეუძლებელია. პირობები დაწერილი და კარგად ახსნილია, მათი იმპროვიზაცია შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ვაწყდებით გარკვეულ სისტემატურ გამოწვევას, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სისტემაში არსებობს. ეს იდეალური დროა საქართველოსთვის, გადაწყვიტოს უთანხმოებები და გამოასწოროს ხარვეზები.

ვიმედოვნებ, მმართველი პარტია აჩვენებს კონსტრუქციულ და პოზიტიურ ინიციატივას, რათა მოიწვიოს ყველა პოლიტიკური პარტია ერთად სამუშაოდ. ეს საქართველოს მომავალს ეხება და არა ჩვენს გადაწყვეტილებას“, — განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი