ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება – ფოტიგა

13 ივლისი, 2022 • 1041
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება – ფოტიგა

პოლონელმა ევროპარლამენტარმა კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფიდან, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში კიდვე ერთხელ ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საჭიროებაზე.

„საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ შეიცვალოს დამოკიდებულება. მე გულთბილად ვუჭერ მხარს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება და მთავრობები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ბევრს მუშაობენ ამ მიზნის მისაღწევად და იმსახურებენ ამას. ამავდროულად, საქართველოს სჭირდება ინკლუზიური მთავრობა, განსხვავებული მოპყრობა ოპოზიციურ აზრთან. მაგალითად რომ მოვიყვანოთ, კარდინალი ჯოზეფ ზენი [ჰონგ კონგის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი], ექსტრემალურად უხეში შეთანხმების შემდეგ, არის შინაპატიმრობაში; ჟანინ ანიესი [ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი] მსგავსი ბრალდებებით ასევე [შინაპატიმრობაშია]. ეს არის სათანადო მოპყრობა. რა ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით — მისი ჯანმრთელობა ნაბიჯ-ნაბიჯ უარესდება, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად გათავისუფლებაზე. სასამართლო მიკერძოებულია“, — განაცხადა ფოტიგამ.

ცნობისთვის, პოლონეთს გამოთქმული აქვს მზადყოფნა, მიიღოს და უმკურნალოს მიხეილ სააკაშვილს.

პოლონეთი მზადაა სააკაშვილის მიღებისა და მკურნალობისთვის — გოშიევსკა

მასალების გადაბეჭდვის წესი