ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ საქართველოში არაერთი ნეგატიური ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის- „ერთი ოლიგარქის გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე“.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომდაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის მოსმენის შემდეგ, მირიამ ლექსმანმა განაცხადა, რომ საქართველო მოწინავე იყო, ახლა კი ვხედავთ ბევრ ნეგატიურ ტენდენციას, რაც გავლენას ახდენს ამ ქვეყნის მომავალზე და მის განვითარებაზე.
ლექსმანმა, მისი შეფასებით, რამდენიმე პრობლემური საკითხი ჩამოთვალა, რომლებიც გადაიჭრას საჭიროებს:
- „საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს ყოფს უკიდურესად, არამედ საზოგადოებას.
- მმართველი პარტია აგრძელებს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის შეთანხმების“] იგნორირებას; მიუხედავად ევროპარლამენტის ნებისა და მზაობისა, ჟან-მონეს დიალოგი კვლავ არაა ინიცირებული.
- ერთი ოლიგარქი კვლავ გადაჭარბებულ გავლენას ფლობს პოლიტიკურ ლანდშაფტზე; ასევე გრძელდება სასამართლო რეფორმების შეჩერება.
- ჩვენ ვნახეთ ფართომასშტაბიანი თავდასხმები ჟურნალისტებზე და დე ფაქტო ვხედავთ პოლიტპატიმრებს, მათ შორის, ქვეყნის ექსპრეზიდენტსა და ტელევიზიის დირექტორს“.
მან განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობას საჭირო რეფორმებზე, რომლის მიზანიც არის ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპისაკენ.
ევროპარლამენტარი ასევე გამოვიდა ინიციატივით, ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ რეზოლუციაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადად არა 1 სექტემბერი, არა 8 სექტემბერი განისაზღვროს, რათა იყოს საკმარისი დრო, რომ აისახოს „ის, რაც ზაფხულში მოხდება“… იქნებ, უკეთესი ანგარიში მოვამზადოთ“.




