ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

10 ივლისი, 2022 • 1216
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ საელჩო ინფორმირებულია და „მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“.

რუსეთი უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს დაესხა თავს. უკრაინაში ქვეყნის დასაცავად ასობით ქართველი იბრძვის. საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან უკრაინაში ამ დრომდე 15-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი