ახალი ამბები

სადაც ვნახავთ ყველაზე იაფ საწვავს, იქიდან შემოვიტანთ, მათ შორის რუსეთიდან – ფხაკაძე

8 ივლისი, 2022 • 1253
სადაც ვნახავთ ყველაზე იაფ საწვავს, იქიდან შემოვიტანთ, მათ შორის რუსეთიდან – ფხაკაძე

კომპანია „ვისოლის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საწვავის იაფად შემოტანაზე სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან.

„ჩვენ დღემდე ვცდილობთ და გვინდა, რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ის ევროპული საწვავი, რომელიც დღემდე შემოგვაქვს“, – განაცხადა მან.

„ვმუშაობთ დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან და სადაც ვნახავთ ყველაზე იაფ საწვავს, იქიდან შემოვიტანთ. ეს არის აქსიომატური ჭეშმარიტება ბიზნესის“, – თქვა სოსო ფხაკაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა მათ შორის ერთ-ერთი რუსეთი, უპასუხა „არ ვიცი“, მოგვიანებით კი კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან, ფხაკაძემ უპასუხა: „არამარტო რუსეთთან“.

„ჩვენ ვართ ბიზნესმენები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც იქნება იაფი  საწვავი თუ ნებისმიერი სერვისი თუ პროდუქტი, იქიდან შემოვიტანთ“, – თქვა მან.

„ბიზნესი ოპერირებს ასე – რაც შეიძლება დაბალი იყოს ხარჯები და მოიგოს უფრო მეტი“, –  განუცხადა ფხაკაძემ 8 ივლისს ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი