ახალი ამბები

თბილისში კაცმა ცოლი მოკლა

8 ივლისი, 2022 • 1261
თბილისში კაცმა ცოლი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 65 წლის კაცმა 58 წლის ცოლი მოკლა. ის ამჟამად დაკავებულია.

უწყება ამბობს, რომ ქალი მიყენებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა, კაცი კი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს

მასალების გადაბეჭდვის წესი