ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა უნივერსიტეტებში “მაღალი მოთხოვნის” გამო აფხაზებისთვის კვოტები გააორმაგა

6 ივლისი, 2022 • 5738
რუსეთმა უნივერსიტეტებში “მაღალი მოთხოვნის” გამო აფხაზებისთვის კვოტები გააორმაგა

აფხაზეთში “როსსატრუდნიჩესტვოს” [Россотрудничествo] წარმომადგენლობა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან აბიტურიენტების რაოდენობის გაზრდის შესახებ საუბრობს. ამასთან დაკავშირებით რუსულ სააგენტო სპუტნიკს განუცხადა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დიმიტრი ფედოტოვმა.

ფედოტოვის განმარტებით, 2021 წელს აფხაზეთიდან აბიტურიენტებისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში გამოყოფილი იყო 52 ადგილი, 2022 წელს კი ,”მაღალი მოთხოვნიდან” გამომდინარე, კვოტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

ასევე, “როსსატრუდნიჩესტვოს” წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ 2023 წელს აფხაზეთიდან აბიტურიენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.


აფხაზი ახალგაზრდებისთვის ევროპული უმაღლესი განათლების ხელმიუწვდომლობა ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც აფხაზური მხარე, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორი, ქართული მხარის მიერ აფხაზეთის გარე სამყაროსთან ჰუმანიტარულ კონტაქტების შეზღუდვას უკავშირებს. აფხაზებისთვის ევროპის გახსნის საჭიროებაზე საუბრობენ, ასევე, საქართველოში კონფლიქტების ექსპერტებიც.

ამავე თემაზე გირჩევთ: 

ხელმიუწვდომელი ევროპული განათლება აფხაზებისთვის | ინტერვიუ ლიკა ღლონტთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი