ახალი ამბები

თეორიულად დავუშვათ, დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, სტატუსი გრანტირებული გვექნება — კობახიძე

6 ივლისი, 2022 • 1010
თეორიულად დავუშვათ, დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, სტატუსი გრანტირებული გვექნება — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, დეკემბრამდე უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაში გაიზრდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.

ამის შესახებ კობახიძემ პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“ განაცხადა.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა, და თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, შეიცვლება ეს ემოციური ფონი. ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ სტატუსი მოგვენიჭოს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ  ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ზუსტად იმიტომ უნდოდათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რომ ეს ათმაგად ზრდიდა ომის რისკებს.

„მეორე, გახსოვთ, მოხალისეების თვითმფრინავებით გაშვებას ითხოვდნენ. თუ სანქციები ირიბი მოწოდება იყო ომისკენ, მოხალისეების გაშვება მთავრობის მიერ სანქცირებული თვითმფრინავით უკვე ნიშნავდა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. აი, აქეთკენ იყო პირდაპირი მოწოდებები“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ „გეოგრაფიას ვერ შევიცვლით, მაგრამ საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, აქედან გამომდინარე, ევროკავშირსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს, გადაწყვეტილება მიიღოს მიუხედავად გეოგრაფიული ფაქტორისა“.

ცნობისთვის, ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელსაც კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანდეს, შესაბამისად, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ არის წინაღობა კანდიდატის სტატუსის მიღების ან შემდგომი ინტეგრაციისთვის.

ხელისუფლების მიერ ომში ჩართვაზე წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე გირჩევთ:

განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია

განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი