ახალი ამბები

ალტ-ინფოს აქციაზე დაკავებულები ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს

4 ივლისი, 2022 • 809
ალტ-ინფოს აქციაზე დაკავებულები ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს

ალტ-ინფოს აქციაზე ადმინისტრაციული წესით 40-ზე მეტი დაკავებული პირი ვადის ამოწურვის შემდეგ გუშინ, 3 ივლისს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ალტ-ინფოს პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ დაუდასტურა.

მოგროშიას თქმით, ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება დაკავებულების სასამართლო სხდომები. შსს მათ ედავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

დაკავებულების ნაწილი პოლიციამ პარასკევს ღამით დააპატიმრა. 26 დაკავებულს შორის ალტ-ინფოს დაფუძნებული პარტიის წარმომადგენლები და ლიდერები იყვნენ, მათ შორის, ზურა მხარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, ჯამში – 26 ადამიანი.

დამატებით 17 ადამიანი კი პოლიციამ მეორე დღეს ჰომოფობურ აქციაზე დააკავა. შსს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი