ახალი ამბები

რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში აფეთქებები მოხდა, ოფიციალური ცნობით არის მსხვერპლი

3 ივლისი, 2022 • 6310
რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში აფეთქებები მოხდა, ოფიციალური ცნობით არის მსხვერპლი

რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში აფეთქებები მოხდა. ამ დროისთვის ცნობილია 3 დაღუპულზე, 4 ადამიანი კი დაშავებულია.

როგორც ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, დაზიანებულია 11 მრავალსართულიანი და 39 კერძო სახლი. მათგან 5 სრულად განადგურდა.

ოფიციალური ვერსიით, რომელსაც გლადკოვი ავრცელებს, ღამის 3 საათზე ქალაქში „ძლიერი ხმების სერია ისმოდა“.

„მიმდინარეობს მიზეზის კვლევა, წინასწარი ინფორმაციით, იმუშავა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ,“ – დასძენს გუბერნატორი.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, ბელგოროდის ოლქში რამდენჯერმე იყო სროლა. მათ შორის, დაიბომბა დროებითი სამხედრო ბანაკი. თავად რუსეთი ირწმუნება, რომ ბანაკში აფეთქება  ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია.

განახლება: რუსეთმა ბელგოროდის დაბომბვაში უკრაინა დაადანაშაულა. როგორც სხვა სახელისუფლებო უწყებები, ასევე რუსეთის სახელმწიფო დუმა აცხადებს, რომ „დარტყმები უკრაინის მხრიდან არ დარჩება პასუხგაუცემელი.“

[დამატებითი დეტალების შემდეგ მასალა განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი