ახალი ამბებიეკონომიკა

მაისში ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა – წინასწარი მონაცემები

30 ივნისი, 2022 • 2273
მაისში ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა – წინასწარი მონაცემები

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის თანახმად, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

“ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა”, – ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.

ნახეთ სრულად – საქსტატის ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი