ახალი ამბები

მიკოლაივში საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, არის მსხვერპლი

29 ივნისი, 2022 • 866
მიკოლაივში საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსეთის არმიის არტილერიამ იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ მიკოლაივზე. რაკეტები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

ქალაქის მერის, პლეკსანდრ სიენკევიჩის ცნობით, დაბობმვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა. დაშავებულთა შორის არის ერთი მაშველი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

მიკოლაევში საჰაერო განგაშის სიგნალი გამთენიისას, 3 საათზე ჩაირთო და 7 საათამდე გაგრძელდა.

რუსულმა არმიამ სარაკეტო იერიში 27 თებერვალს მიიტანა ცენტრალურ უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუგში არსებულ სავაჭრო ცენტრზე, სადაც ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. შემთხვევას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, უფრო მეტი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი