ახალი ამბები

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დათანხმდა – BBC

28 ივნისი, 2022 • 2044
თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დათანხმდა – BBC

თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მადრიდში მიმდინარე ნატო-ს სამიტის შემდეგ სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს, „ერთმანეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის შესახებ“.

ფინეთიც და შვედეთიც ევროკავშირის წევრი, დემოკრატიული ქვეყნები არიან, რომლებსაც ნატოს-თან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ და ალიანსის რამდენიმე მისიაშიც მონაწილეობდნენ. თუმცა ორივე  ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და ამ დრომდე არცერთი მათგანი ნატო-ს წევრი არ ყოფილა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქვეყანებმა სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გადახედვა და ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს.

თუმცა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგან აღნიშნული ქვეყნები „ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია“.

გირჩევთ წაიკითხოთ:

რას ნიშნავს ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთისთვის, თავად ალიანსისა და საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი