ახალი ამბები

სარაკეტო იერიშის შემდეგ კიევში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა

26 ივნისი, 2022 • 816
სარაკეტო იერიშის შემდეგ კიევში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, კვირა დილას რამდენიმე აფეთქება მოხდა – სავარაუდოდ, სარაკეტო შეტევის შედეგად.

მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილზე მაშველები მუშაობენ და ამბობენ, რომ ჯერ ნაადრევია, იმის თქმა, დაიღუპა თუ არა ვინმე.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ თავდასხმის მიზანია, დიდი შვიდეულის სამიტის წინ უკრაინის დაშინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი