9 იანვრის ღამეს რუსეთის მიერ მასობრივ თავდასხმას კიევში მსხვერპლი მოჰყვა – ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა 24 მდე გაიზარდა.
ინფორმაციას უკრაინელ ოფციალურ პირებზე დაყრდნობით “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
დაშავებულთა შორის არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ და განმეორებითი დაბომბვის დროს დაშავდნენ.
თავდასხმა მოხდა კიევის დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში – მე-9 და მე-10 სართულებზე, ხანძარია.
ასევე დაფიქსირდა ხანძარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე დესნიანსკის რაიონში. დნეპრის რაიონში კი თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაუსახლებელი კერძო სახლი.
დედაქალაქის მერის, კლიჩკოს მონაცემებით, დნეპრის რაიონში, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი 12-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, ხანძარი გაჩნდა. სახლი ნაწილობრივ დანგრეულია. ასევე, პეჩერსკის რაიონში, სადაც ბომბი 24-სართულიან არასაცხოვრებელ შენობას მოხვდა, 23-ე და 24-ე სართულებზე გაჩნდა ხანძარი.







