ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რომელიც სათანადოდ უნდა შევაფასდეს.
მისი თქმით, ახლა საქართველოს ევროპული გზაზე განსაზღვრულია კონკრეტული ნაბიჯები.
„საქართველო ევროკავშირის გზას უდავოდ ადგას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი და ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ, პირიქით. ეს, ასევე, არის ნიშანი აღიარებისა და მკაფიო მხარდაჭერისა. ამჟამად ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით, რა, როგორ და როდის [უნდა გაკეთდეს]. მზად ვართ, ერთად ვიშრომოთ საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად, გამოიყენოს ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობლობა ევროპული მომავლის ასაშენებლად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
